გაგვიზაფხულდა. სიცოცხლის ძალამ იფეთქა... გაქრა ზამთარი ცივი, და შეიმუსრა ყინულთ ბორკილი, რა მოხვდა გულში მზის თბილი სხივი.
აყვავდა ბარი, აყვავდნენ მთები, და წალკოტებში ათას ფერადად გადაიფურჩქნენ ვარდ-ყვავილები.
მწვანე მანტია გარს მოიხვია და, თითქოს ნიშნად სიყვარულისა, ფოთოლი ფოთოლს გადაეხვია...
შორს, შორს გაისმის ნეტარი ხმები: აქ ბულბული სტვენს, იქ შაშვი გალობს მათ ბანს აძლევენ სხვა ფრინველები.
დიად ზაფხულის წინამორბედო!.. ვაშა!.. დიდება შენს მოვლინებას, ქვეყნის ნუგეშო, ქვეყნის იმედო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვარლამ რუხაძის პოეზია |