კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 17:07

 

 

 

მე შორის გზიდან მოვდივარ

მაღლის მთებიდან ბარადა,

მოვჩქეფავ, მოვეშურები,

მოვიმღერ ჰაი-ჰარადა.


მინდა გადმოგცეთ სალამი

ამწვანებულის მთებისა

სალამი კლდეთა ჩანჩქრების

და გაშლილ ყვავილებისა.


თვით ყვავილების ცრემლი ვარ,

ცვარ-ნამად გამოწვეული;

ერთს კალაპოტში ჩამდგარი,

დღეს ნაკადულად ქცეული.


იმ ყვავილების და ჩემი

ერთია წადილ-სურვილი -

გამხმარ ველ-მინდვრებს ვესხურო

და თქვენ მოგიკლათ წყურვილი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ