რა კარგი თოვლი მოსულა, გათეთრებულა მთა-ველი, ვნავარდობთ, ვმღერით, ვიცინით, ბევრი გვაქვს გასახარელი! ციგები, აბა, ციგები! თოვლის ბაბუა გვალაღებს, ვთამაშობთ და არ ვიღლებით. ციყვი, დათვი და მელია კურდღლებიც ჩვენთან არიან... ხედავთ? ახალი წელია! თავს დაგვიხრიან კრძალვითა; - ბავშვებო, ცუგრუმელებო, ჰა, ძველი წელიც წავიდა! წმინდა ვით თოვლის ფანტელი, გილოცავთ ახალ წელიწადს, გმოსავდეთ მისი ნათელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |