ახალ წლის ღამე თენდება, ფრთებს აბარტყუნებს მამალი, ძილისგუდასთვის ჩემიო ყიყლიყო არის წამალი! მაგრამ არ სძინავს სოფელსა: თოფი გრიალებს თოფზედა, ხან ყეფით, ხანაც ღმუილით მურია გორავს თოვლზედა. წინ მოუცეკვავს ბეროსა, არც იმას მოუწყენია. მომილოცნია, - დასძახის ჩონგურს, ყველასთვის გულითა; ღმერთო, შენც გამაძლიერე ხარ-კამეჩ, მინდორ-ხნულითა! ყველამ ჩაიცვას ახალ-წელს ჩოხა და კაბა ახალი. ნათლიდედამაც დაზარდოს შემოდგომისთვის დედლები, ნათლიმამისთვის ქვევრებში ნუნუას შეგევედრები! გვაკმარე, ნუღა გვიჩვენებ, თორე ატანა ძნელია! ცოტა რამეს გთხოვ, მისმინე: ჩემს ეზოსა და კარებში გზირს, მამასახლისს, ბოქაულს მოაშლევინე თარეში. “ფოჰტი” ფულებზე “ჩინოვნიკს” ააღებინე ხელია! კიდევ სულ ცოტას ვისურვებ: მომე ტყე-მინდორ-ველია, - ვხნავდე, ვთესავდე, ვბარავდე, არ დამიჭირონ ხელია. თუ ეს ორივე მექნება რად მინდა ქისა ფულითა? ბოლოს ერთს კიდევ გავბედავ: გოგო რო შემომჩენია; - კაბა მიყიდე, მიყიდე, არ მინდა ძველისძველია! დავნიშნო, დავაგვირგვინო, გავმართო კაი სადილი! ღმერთო და ბედო სოფლისავ, გვაცხოვრე ქრისტეს სიტყვითა, ჩემი ჩონგურიც ამას გთხოვს თავის ალალი პირითა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |