კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:56

 

 

 

ახალო წელო, სალამი შენდა!

ეს - მე გეძახი, ადგილის დედა,

მე - ნარიყალას ციხესთან მდგარი,

ქართველი ქალი.

დასაბამიდან მცველი ქართვლისა,

მისი ფიქრისა, მისი ნათლისა,

მლოცველი მისთა უნისლო დღეთა, - 

მე - ქართვლის დედა.

აჰა, ეს თასი, სავსე შარბათით!

დედა ვარ, თხოვნა ისმინე ჩემი:

გთხოვ, დამილოცო დედა-ქალაქი,

გთხოვ, დამილოცო სამშობლოს ბჭენი!

მე დედა ვარ და ვარ „დედა-ენა“,

გთხოვ, დამილოცო ჩემი ანბანი,

მე დედა ვარ და ვარ „დედა-მიწა“ -

მიწა ოდესღაც სისხლით ნაბანი.

ვარ დედა-ბოძი - დალოცე სახლი,

მშვიდობა მოხველ, წელო - ახალო!

მიბედნიერე მშობელი ხალხი,

ქვეყნად სიცოცხლის ნერგი ახაროს!

დედა ვარ, განა მარტო ქართვლისა? -

ქვეყანას სწვდება ფიქრები ჩემი...

მშვიდობით გევლოს მაცნედ - ნათლისად!

გთხოვ, დამილოცო სამყარო - ვრცელი!

მშვიდობა მოხველ, წელო, ახალო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ