ახალო წელო, ფიქრებით მწველო, გთხოვ, რომ ცხოვრება არ გაგვიძნელო. მოგვშორდი, შხამო, მოგვშორდი, გველო! ახალო წელო, ფიქრებით მწველო, შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა, ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა: ვინაც არ იცის, ასწავლე წერა; მე უკეთესის ჰანგების მღერა მასწავლე, თორემ დაგლოცავ ვერა. გვიცოცხლე თავი, გვიკურთხე მკლავი, გვაშორე საქმე ბილწი და შავი… და მოგვეც ყველას პირი და ზავი. თუ არ მისმინო, მოგიკვდეს თავი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |