სად იყო და სად არ იყო, გზამ სადღა არ ატარა, ძველი წელი გააცილა ახალ წელმა პატარამ.
მოსრიალდა მარხილით, ხურჯინი აქვს გატენილი კანფეტებით და ხილით.
ტყეში დიდხანს ატარეს,. თოვლის პაპამ საჩუქრები დაურიგა პატარებს.
ლხინი, ცეკვა-თამაში, გაახარეს თოვლის პაპა თეთრწვერა და ლამაზი.
ნეტავ, ეს დღე გაგრძელდეს, ყოველ დილით ჩვენს კარს ნეტავ, თოვლის პაპა აღებდეს! |