- ახალი წელია, ახალი წელია... ისმის ღიღინი ნელი. ლიკა და ნიკა ბაბუას ელიან ხურჯინით და გრძელი წვერით.
გიორგიც ღიღინებს ჩუმად. ბუხართან დაკიდა ლამაზი წინდა, საჩუქრად მანქანა უნდა.
დარდობენ: - სადაა ნეტავ, სიზმრებშიც მოვიდა თოვლის ბაბუა, ხურჯინი სავსე აქვს, ხედავთ?
სავსეა ბუხართან წინდა, ნაძვის ხის გარშემო რა არ აწყვია, სულო ნეტავ რა გინდა.
ატყდა ყიჟინი დიდი, - ბაბუა მოსულა, თოვლის ბაბუავ, მადლობა, მადლობა დიდი! |