ახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს.
არ დასჭირდა წვალება. ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს თოვლის პაპას თვალებად.
ყავისფერი ღილები. განა მართლა ღილებია - გაკროლილი თხილები.
ციკო მართლა არ ხუმრობს. მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა, თავზე რომ დაახუროს.
იქნებ, რამე მოძებნოს... თოვლის პაპა მარტო დარჩა და თავისთვის ოცნებობს:
ხელში ჯოხსაც დავიჭერ. სულ პირველი მე გავიგებ ახალი წლის ნაბიჯებს!..”
ხმა მოისმა შორიდან. გაუკვირდა თოვლის პაპას – ნუთუ, უკვე მოვიდა?
ნაბიჯები როდია, ეს კურდღელი ამბაკო და თაგვი თენგო მოდიან.
რა გგონიათ, რა მოხდა? ცოტა ხანში, როცა ციკო ხიდან დაბლა ჩამოხტა,
აბა, როგორ უცქიროს - თოვლის პაპა უღილებოდ, უთვალებოდ, უცხვიროდ! |