გავარდა ეს წელიც, ვით ტყვია ჟანგიან თოფიდან... ამბავი კი მაინც არ მოდის დანისლულ სოფლიდან.
მჭვარტლიან ბუხრიდან, აღარ ჩანს თავშალი შეკრული - დაჭრაქულ მწუხრიდან.
დაღლილი კალანდა... ყინული წყაროში ამ წელსაც უჩუმრად ჩავარდა.
იწყება თოფიდან; ეტყობა, რომ ნობათს არც ახლა მივიღებ სოფლიდან.
უბურავთ დარდები... დარდებო, ჩალაგდით, სულ მალე არც დამედარდებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |