ნაძვის ხეებს ელვარება ანთებს სიახლოვითა, ახალი წლის, მეათე წლის სიხარული მოვიდა.
ბევრი გახსოვს, ბუხარო, ის ქოხმახი, იგი ველი, უგუთნო და უხარო.
ომის ცხარე გრიგალი, მან აგლიჯა სახურავის ყავარი თუ ფიქალი.
უსაკეტო, უკარო, ვით ოდესმე, ხანძრის შემდეგ, კვლავ ასე სამწუხარო.
ქალაქის და სოფელის, ნანგრევებზე შენ იდექი, მოწმე, ყოვლის მცნობელი.
მხარე გაასხვაფერა, - აგუგუნდი... აწ რას ამბობ, რა ვქნა, რამ დაგაბერა!
ოქროს ხალი დააგეს, გათბა ისევ და განათლდა გული სოფელ-ქალაქის.
გრიგალი და ქარია, ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში ეხლა უშიშარია.
განძს თვლის მუშა ყოველი, გლეხიც ასე გაიძახის: უხვ მოსავალს მოველი!
მღერის, რაც კი ჯარია, ჩვენი მხარე ნათელ შრომის მტკიცე საყუდარია.
მძლეა ჩვენი ქვეყანა, განადგურდა, რაც კი მტერი ჩვენსკენ გამოექანა.
პურით, ღვინით, დოვლათით, განახლების სიხარული საერთოა, ყოვლადი.
ჯარი თავდადებული, რაც დრო მიდის, სულ მაგრდება მხარე აყვავებული.
ყინვას არ გრძნობს რჩეული, აგუგუნდი, გახალისდი, დარდებს გადაჩვეული.
მშვენიერი წიგნები, გაშლი „ვეფხისტყაოსანს“ და - ვეფხად გარდაიქმნები.
გზებით არა შორითა - ციტრუსების რკალით როგორ ჰყვავის ჩვენი ფლორიდა.
ერთი მხარე მაჩვენა, სადაც მეტი იყოს ზრუნვა თქვენზე... ნეტავი თქვენა!
ჭაობების დაშრობა. ლაქაშს სტოვებს და მყინვარზე ეშურება ლაშქრობა.
ურღვეველი კავშირი, ჩვენი თუჯი, ჩვენი ოქრო და ჩვენი ქვანახშირი.
ანთებს სიახლოვითა, ახალი წლის, მეათე წლის სიხარული მოვიდა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |