კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 10:25

 

 

 

ინათა, ახალი წელიც

გამოჩნდა თავისი ალმითა;

სუყველას ჩამოუარა

კარისკარ, ტკბილის სალმითა.


ბალღებს შესძახა: - მოვედი,

ადექით, ძილი კმარაო,

მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან

ამ დროს ვერ გაიხარაო.


თან მოვიტანე თქვენთვისა

სიმკვირცხლე, სიხარულიო,

ხალისი სწავლა-ცოდნისა

და ერის სიყვარულიო:


თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,

ბასილა, თაფლის კვერიო,

ვაშლი და თხილი მრავალი,

უხვად სხვაც ყველაფერიო;


ბურთი, ბზრიალა, ჩიკორი,

სხვადასხვა გასართობიო,

წიგნები ნაირ-ნაირი,

ერთი მეორის მჯობიო.


ადე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,

იხტუნეთ, იცქრიალეთო,

სხვა წლისთვის შესაგებებლად

ჩემი დღეები თვალეთო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ