ახალ წლის ღამეს ჩურჩხლებმა ასტეხეს აურ-ზაური, ყველაზე ძლიერ გაჯავრდა შუქურა ნიგვზიაური.
ვინ არის ჩემი ტოლიო, სიყმესა ვფიცავ, საკვლევზე არავინ გავიყოლიო!
რა თავი მოგაქვს გმირადა, ყურძნიაულთან არ ჰღირხარ, გამხმარ, უგემურ ჩირადა! -
მაგრამ დაჰკივლა თხილამა: - ნუ იბერები, ძამია, დეე, განგვსაჯოს ილამა. -
საქმე აქვს საჭოჭმანები, მომჩივნებს სინჯავს, უყურებს ელავენ მისი თვალები.
მე შენ კი გენაცვალები, შენც კარგი რამ ხარ, თხილუნავ, ყურძნისავ, გშვენის ხალები!
თქვენში სულ ყველა კარგია, ჩემი ჯიბისთვის არა ხართ არც ერთი მეტი ბარგია!
ღირსნი ხართ ჩემი ქებისა, პირშიაც არ დამლეოდეს მე კვალი ჩურჩხელებისა! -
გათავდა აურზაური, შესუსნულ ყურძენ-თხილასა ზედ მიჰყვა ნიგვზიაური. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |