კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 23:18

 

 

 

თუმცა მიწას თოვლი ფარავს

და მზის სხივით აღარ იწვის,

გულში მაინც ცეცხლი ელავს,

დილა არის ახალი წლის.


გაყინულა ნაკადული,

წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;

გულს კი მაინც ზეიმი აქვს -

დილა არის ახალი წლის.


ხეზე ჩიტი დაღვრემილა,

თითქოს ფრენა აღარ იცის,

გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -

დილა არის ახალი წლის.


გაძარცულა ხის ტოტები,

ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;

გულს კი თითქოს სიო არხევს -

დილა არის ახალი წლის.


ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,

გული სახლში აღარ იცდის;

მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -

დილა არის ახალი წლის.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ