გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს... გელა ხარ! თინა ხარ! შოთა ხარ! ცირა ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ.
თოვლიც გვესალმება... თოვლიც გვესალმება ციდან... - ცრემლები?! - ცრემლებზე - ბოდიში! - ღიმილი?! - ღიმილი - რამდენიც გინდა...
თქვენსავით მეც ვიყავ მოსწავლე... მე დღესაც არ ვსწავლობ განა?! ამიტომ ერთმანეთს, ამიტომ ერთმანეთს ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...
სიმართლე გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი... რაც უნდა ისურვო, რაც უნდა ინატრო, - ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ! ახალ წელს გილოცავ. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს... ზაზა ხარ! ლაშა ხარ! ვაჟა ხარ! ნინო ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |