კარი გამიღეთ! მეკვლე ვარ! სულს ღაფავს ღამე ბებერი! ისმის მამლების ყივილი ახალწლის მაუწყებელი! ჩვენც ავიშალნეთ, ბალღებო, და შევხვდეთ, როგორც შეჰფერის! ხარობდეთ! ფეხი შემოვდგი! გილოცავთ ხონჩა-ძღვენითა! დაიზარდენით, ისწავლეთ, დრო გაატარეთ ლხენითა, და რომ ქვეყანას დედობრივს თავი მოჰქონდეს თქვენითა, სულ ათიანებს იღებდეთ კლასიდან კლასში ფრენითა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |