ახლა, როცა ოცნებობს ცა ცინცხალი მაღალი ახლა, როცა მთებზე ჩაქრა მზე დეკემბერის, უგუნდებოდ მოვიდა, უფანტელოდ მოვიდა, სინანულით წავიდა იგი წელი ბებერი.
ყელმაღალი თასები ასე სავსე ყელამდი, ბერიკაცი მაგარი ჟინით და გატაცებით, გულბაათობს სუფრასთან ტანდამსკდარი ხელადით.
ტანბანდურა ბადიში როგორც წელი ახალი, რამე დიდი იმედი განათდება თვალებში, იგი, სუფრას კი არა მთელ ქვეყანას დაჰხარის.
მღერის ბარის ფანდური, ქუხს მწვერვალის ნაღარა, ერთი გვწამდეს მარადის და გვწყუროდეს მარადის ძველმა თუ რამ დაგვაკლო, მოგვიტანოს ახალმა.
და რაც მიდის, ყველაფერს ჩვენი თბილი ნახვამდის, მაშ, გააღეთ კარები თარით და სიმღერებით, მობრძანდა და დაბრძანდა, დადგა წელი ახალი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |