კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:32

 

 

 

შემოვდგი ფეხი, გილოცავთ, 

გწყალობდეთ წმინდა ბასილი, 

იმისი მადლით იყავით 

პურით და ღვინით ავსილი.


ჩემს ნაფეხურსა კვალი აჩნს

წმინდისა ანგელოზისა:

ისა გლოცავდეთ, გფარვიდეთ,

უფლის მარჯვენით რომ ზისა!


გულზე ხატ-მისვენებული

მოვდივარ, მომიხარიან,

მადლი უფლისა მომიძღვის,

წმინდანნი ჩემთან არიან;


თელის ტაბაკი მიჭირავს,

სამთლებით გაჩაღებული,

ზედ ხორბალია, პურ-ღვინო,

ოქრო და ვერცხლი ქებული.


ზედვე აწყვია: ვაშლები,

ალვა და გოზინაყია,

ქერი, თაფლი და ჩურჩხელა

და ერთიც პატარა ტყვია.


ეს მოხვდეს თქვენსა მოშურნეს

და დაგიმარცხდეთ მტერია;

განათლდეს ჩვენი ქვეყანა,

გამრავლდეს ჩვენი ერია!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ