"ახლა ასეთი სიმართლეც კი არვის აშინებს”, - მხრების აწევით ამბობს ქალი და მიუთითებს სასაფლაოზე დაფენილი ვარდების წყებას - შავებით მოსილ ქალთა შორის დაცემულ ქალებს. ქალ-ვაჟი რაღაც იდუმალად უცქერს ერთმანეთს, უცხო ენაზე ლაპარაკობს ლამაზი ქალი. “ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ, ახლა ქართულად!” “მე ისედაც ბევრს ვლაპარაკობ, ასე მგონია. ასე მგონია, შეგაწყინეთ კიდევაც თავი”. “არა, მე თქვენთან საუბარი არ მომწყინდება”. “ნუთუ თქვენ ახლა შეგიძლიათ გულდამშვიდებით საუბრის სმენა? განა ახლა ასეთი დროა?” “მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე, მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით, ილაპარაკეთ, გევედრებით... ოღონდ ქართულად... ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”... |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |