კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:15

 

 

 

ვშლი,

ვფურცლავ,

ედგარს,

კიპლინგს,

ბაირონს -

(აქ პოეზია ნაირნაირობს!)

მიუსეს,

ვერჰარნს,

ვიიონს,

ბოდლერს -

(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)

ძველებს -

ხაიამს,

ნიზამის,

ჰაფიზს -

(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)

ახლებს -

პოლ ვალერს,

ელიოტს,

ლორკას -

(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)

რამდენი -

ოქრო,

რამდენი -

ვერცხლი,

გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი!

ბლოკს,

საფოს,

მისტრალს,

მარინას,

ბელლას -

ბოლოს რიგრიგად გადავდებ ყველას,

დავწვდები

ტატოს,

დავწვდები

გალას,

გადავშლი

ლადოს,

გადავშლი

ანას -

შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო,

ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი, ვინძლო

საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,

საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!


ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ