მოგვიღწევია ერთად აქამდე, ზენამ ჩაგბერა სუნთქვა და ღონე... შენ, წიგნო ჩემო, რწმენა გაგანდე, რაღა გამოვა თუ დამაღონე. მიყვარდი... სული ვერ შეგიბერე... მე ჩემი მელის, ტკივილს ვერ ავცდი და ღმერთმა ნუ ქნას შენი სიბერე. ველებს მოასხი მწვანე ხალათი... რაღას ველოდო უფრო უარესს, თუ აპატიე ვინმეს ღალატი. ბეჭგამართული სერზე შემოდექ... სიწმინდით მარტო ღიმილს კიარა, სატკივარს სხვისას უნდა შველოდე. პასუხი გაეც მტერს და მოსისხარს... ამ სულს ძარღვების ძაფით ვკერავდი, წადი იფრინე დამილოცნიხარ. და შენთვის მეტი ცეცხლი მწადია... არ შემიშინდე, რა გემართება, წინ კიდევ ბევრი წელიწადია. |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • ნოდარ ნარსიას პოეზია |