კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:31

 

 

 

წამოდექით, ყმაწვილებო,

ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე,

აბა, თავი მოიყარეთ

სწავლისათვის თავის დროზე!.

რა ხანია მამლაყინწამ

იყივლა და გაათენა,

მერცხალმაც კი იჭიკჭიკა,

კვლავ გვასმინა ტკბილი ენას.

აგერ ტყემაც გაიღვიძა,

შრიალებს, რაღაცას ხარობს,

კოდალა ხეს უკაკუნებს,

და ტოროლა ცაში გალობს.

მინდორი და ველი ჰყვავის,

ნამი ბზინავს ათას ფერად,

მზემაც თვალი გააჭყიტა.

ამოვიდა მათ სამზერად...

ჭინჭველები ველს მოედვნენ,

თითქოს რაღაც ჯოგიაო,

მოლაღურიც გაიძახის

მაღლა: "ბიჭო დ გოგიაო!.."

ჭია-ღუაც სარჩოს ზიდავს,

რომ გაივსოს თავის ბინა, 

და ფუტკარიც მიზუზუნებს

ყვავილისკენ თაფლისთვინა!...

კაცი, მხეცი და ჩიტები -

ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,

მეთევზეცა ბადესა ჰშლის,

და მუშაკი იქნევს ცელსა...

წამოდექით, ყმაწვილებო,

თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი, -

ზარმაცები ღმერთს არ უყვარს,

წიგნს მოჰკიდეთ, აბა, ხელი!


ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ