ირიჟრაჟა მტრედისფერად, მიეფარა ქედებს მთვარე, ჩიტუნების ჟრიამული აღვიძებდა არე-მარეს.
ტკბილი ხმა რომ აღარ დაცხრა - გოგიც ადგა სიხარულით და ქოჩორი გადივარცხნა.
აშრიალდნენ თითქოს ხენი! გადიკითხა სტრიქონები მოჭიკჭიკე მერცხლის ენით.
დაიმშვენა წიგნით ხელი, და სკოლისკენ კმაყოფილი უფროს ბავშვებს გაჰყვა ლხენით.
აუძგერდა ნორჩი გული და საყვარელ მასწავლებელს ყურს უგდებდა განაბული...
მოიშალა უქმად რბენა! მას ყველაფერს ურჩევნია ჩვენი ტკბილი "დედაენა". |
ლექსები დედა ენაზე • • • ![]() |