კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:58

 

 

 

ხეზე გალობს მგალობელი,

მზე უცინის იასა. 

მთიდან წყარო მოიმღერის

დელი-ოდელიასა.


ძია კომბლემ მწვანე 

სერზე ცხვარი ჩამოატარა.

- ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე!

- სთხოვს მერცხალი პატარას.


ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ 

მთები გადინადირა. 

ხუთკუნჭულამ გვახარხარა

და შვლის ნუკრმა გვატირა.


წიგნის მადლით შევიყვარეთ

აკაკი და ილია, 

მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით, 

ვსვამთ და არ დაილია.


შრიალ-შრიალ ფოთლებია, 

თუ ფიფქები ფანტელა! 

ფრთხილად შლიან ნინო,

ბექა, გია, თამრო, ნათელა...


მის ჯადოსნურ სილამაზეს

ერთხელ ვინც ეზიარა, 

ყველამ გულით შეიყვარა 

წიგნი ფურცლებშრიალა.


ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ