შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ, არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად, არამედ მზით ამოენთე ბრწყინვად - ოცდაექვსი საუკუნის წინად...
დაწყებული დღემდე - როს გათენდა, მზით ანთებულ ზემდეგ, სერზე აველ, მთაწმინდაზე შევდეგ ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
გმოსავს ნელი ხავსი, ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი - დიდის გზნებით ასე იყავ სავსე ოცდაექვსი საუკუნის წინად...
ოქტომბერი. ომი. ჩემს ახლოს დგას კაცთ ახალი ტომი. ხელთ უპყრია ლექსთა ჩვენთა ტომი - ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
სიახლე გაქვს ორბის, ხვეულები გრეხილების ორფის, გაშვენებდა ახლის წინამორბედს ოცდაექვსი საუკუნის წინად...
და როდესმე ობლის გულმხურვალე, როგორც ზრუნვა მშობლის. ხარ აღმდგენი ქალაქის თუ სოფლის ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
მომღერალი ვეფხვის, უდარებლად მცოდნე ლექსის ხერხის. ეს შრიალი იყო მრავალ ვერხვის ოცდაექვსი საუკუნის წინად...
მოგაქვს ჩემი ქნარის, შენ შეჰხარი თავისუფალ მხარეს, შრომას ერთგულს, თავდადებულს, ცხარეს, ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
შენით მღერდა ჩონგურს, შენ ჯერ უშლელს მაშინ ჰგავდი კოკორს. აწ სულ სხვა ხარ, არ იმგვარი, როგორც ოცდაექვსი საუკუნის წინად...
როგორც ეხლა გვინათ, რა იყო და რაა ახალ ბრწყინვად - ოცდაექვსი საუკუნის წინად, ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ. |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |