კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:14

 

 

 

ღმერთს როდი შერკინებია

ბიბლიურ სეხნიასავით,

სიტყვას კალამი გაუნთო,

როგორც ვაზის რქას სასხლავი.


- ეს წიგნი ერის ბურჯია! -

 ხარობენ მამა-პაპანი, 

ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, 

ერის მეც ვზიდე ჭაპანი.


მოფრინდა შავი მერცხალი 

ჭიკჭიკით, ყელმოღერებით 

და წიგნში, როგორც ბუდეში, 

ჩაფინა იის ღერები.


პაწია წიგნი ბედ-იღბლით 

კიდობანს გამოემგვანა 

და, რაც შიგ გადანახულა, 

ის გადაარჩენს ქვეყანას.


მე კი მგონია, ფრესკებზე,

ყრმა რომ ზის დედის კალთში, 

თუ „დედა ენას“ მიუტანთ, 

დიდივით კრძალვით გადაშლის,


თითს გააყოლებს ასოებს: 

ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს, 

ენას ქართულად აიდგამს 

და იტყვის: აი, იაო.


იდიდე, წიგნო, იდიდე, 

ქართული სულის ლაზათო, 

ღმერთი თუ არა ღმერთკაცი 

იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ