საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა, ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა, და ქართული ფარის ფარზე დაჯახება! მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს, და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს, რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში, და სიზმრები როცა, თვლემენ სასთუმალთან… ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ! |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |