სწავლობს გიგლა ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა: - გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... არვინ ეტყვის მამაშენს! - არა, მზეო, მზექალავ, ჯერ გავათავო სწავლა!.. ჩიტმა დაიწყო მღერა: - გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... არვინ ეტყვის მამაშენს! - არა, ჩიტო ბზეწვიავ, მე ოსტატი მეწვია... მაშ მეც მოვრჩე წერასა!.. გიგლა სწავლობს გაკვეთილს, არ უყურებს ბაღში ხილს... ცდილობს მოსტაცოს თვალი, - გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... არვინ ეტყვის მამაშენს! მორჩა სწავლას ბაღანა, სწავლამ ის არ დაღალა... შესძახა მოყვარეთა: - ვინ მეძახდა წეღანა? აქ მობრძანდით ერთხანა!.. ჩიტი უგალობს მასა, ალუბალი დარცხვენით აწვდის დიდ კუნწულასა... |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |