გიორგი ანწუხელიძეს
მე მიყვარს ჩემი სამშობლო ლურჯი, ულამაზესი და უსამანო... შენ ხომ არ იცი, ესოდენ ურჩი, რად დავიბადე, იასამანო?.. ოდეს მზისგულზე ვარდი ეყარა?.. რად მიჩქარდება მაჯა ძლიერად, ოდეს მწუხარებს ჩემი ქვეყანა?.. რად გადაუცვამს მკერდზე აბჯარი?.. რითმას, - ნაომარს და ნაგრიგალევს, რატომ არტყია ქამარ-ხანჯალი?.. თუ სამშობლოსთვის გული არ გიცემს?.. არ დაგითმია ქვეყნად ყოველი, როგორც გიორგი ანწუხელიძეს?!. თუ არ მოგიხნავს ნავენახარი... ან ერთხელ მაინც, იოთამივით, არ ჩაუციათ ზურგში ლახვარი?!. არ გხიბლავს ქარის შლეგი სინაზე... ვინმე ავგული, ვინმე ავთვალი, არ გაგითელავს დიდ კორიდაზე! - ღირს კი ცხოვრება, ესოდენ ლურჯი? - ულამაზესი და უსამანო, მაგრამ თევზივით უტყვი და მუნჯი?.. მშვიდად ირწევა იასამანი... ვზივარ საკანში ურჩი ავაზა, საქართველოა ჩემი საკანი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |