მაშინ, როცა საქართველომ მედგრად ჩასცა მტერს მახვილი, როს სიზმრიდან გამოერკვა, როს საღათას გაქრა ძილი, გაჩნდა სხივი ცის ტატნობზე, მოელვარე, მოციმციმე, ზე წამოდგა ამირანი და დაიმსხვრა ჯაჭვი მძიმე. და დავთვერით სულ ყველანი, თუმც არ გვისვამს წვეთი ღვინო, დავითვერით ლამაზ გრძნობით, ლამაზ სიტყვით, ტკბილი ჰანგით, მხატვარს ხატვა მოესურვა, აწკრიალდა მგოსნის ხანგი. ამ ზღვა გრძნობას, ამ სიხარულს ვერ იტევდა მაშინ გული, დადგა ჟამი, აღტაცებამ ჩანჩქერივით ჩაიარა და გამოჩნდა ჩვენი ტანჯვა, ჩვენი წყლული და იარა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |