თუმც ბავშვი ვარ, მაგრამ მკერდში გაბედულად მიძგერს გული, და მეც ვიცი როგორ უნდა ჩემი ქვეყნის სიყვარული. მალხენს მთები, მწვანე მდელო, გულით მიყვარს ჩემი კოხტა და ლამაზი საქართველო. გავხდე კაცი სასახელო, ღირსეულ შვილს მეძახოდეს საყვარელი საქართველო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |