კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:41

 

 

 

რა გატაცებით შევცქერით

შენს კედლებს ციხე გონიო,

და ვამბობთ: "ალბათ რამდენი

აქვს ციხეს მოსაგონიო!"

ვინ მოთვლის, რამდენს გაუძელ,

რამდენი მტერი გინახავს,

შენს წარსულს ძველი კედლები

სამარადისოდ ინახავს.

რამდენის გული დაჭრილა

და დარდით გახდა ავადა,

ნაკადად სისხლი დაღვრილა

ამ ციხის დასაცავადა.

რამდენი დედა ატირდა,

დარჩა შვილები ობლადა,

რამდენი სიტყვა აენთო

ამ ციხის შესამკობლადა.

ქვიტკირს ხელებით ვეხები,

დიდი ლოდები მაოცებს

და ამ საღამოს ლეგენდებს

ყოველი კუთხე გადმომცემს.

ასე მგონია, ეს სურო,

მაღალ კედლებზე გაზრდილი,

ქალის გაშლილი თმებია

ვაჟკაცის მკერდზე დაყრილი.

და ეს ცისფერი ყვავილი,

მთის ნიავს თავს რომ უხრიდა,

ასე მეგონა, ვაჟია

გულდათუთქული მწუხრისას.

დღეს ჩვენ ხალისით ვუცქერით

ხავსით შემოსილ გონიოს

და იოლ რითმით ვსარგებლობთ:

"ბევრი აქვს მოსაგონიო".


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ