კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:54

 

 

 

ქართველთა ერის სამეფოს

ქება არ უნდა, სხვა არი,

თავში შავი ზღვა სდარაჯობს,

ბოლოში კასპის ზღვა არი.

გარს არტყავს სპარსნი, ოსმალნი,

ორივე მისი მტერია

ღვთისმშობლის თვალი დაჰყურებს,

იმის დავთარში სწერია.

სამოთხე საქართველოა,

მოწამე ნონოს ხატია,

ნოეს ძეგლიც ხომ იქვეა,

დიდი მთა არარატია.

სატახტო თბილის-ქალაქი,

მცხეთაც ხომ მამა ბერია,

ქართველთა მეფეთ ტაძარი

გელათი მონასტერია.

ქართლი ხო ძველი გმირია,

კახიცა მეომარიო,

თუშნი, ფშაველნი, ხევსურნი,

ისიც იმისი გვარიო.

იმერეთს სისხლი უღვრია,

გურიას - მეტად მწარიო,

გზა თურქის შამოსავალი

იმათ უპყრიათ კარიო.

დაბადებისა აქეთი

მათი დღე ბრძოლა არიო,

თურქსა და სპარსელს გასწყვეტენ,

ერთმანეთს მისცენ მხარიო.

იმერ-ამიერ ქართველნო,

ქართლ კახეთო და გურია,

გმირებო, გმირის შვილებო,

კავშირი გქონდეთ ძმურია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ