კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:36

 

 

 

გინახავს ღრუბლის ტივები

ცაში კლდეებთან დაბმული,

ყვავილიანი თივები,

ყვავილიანი ზაფხული!

ჯიხვები როგორც ძეგლები,

ტყეები დათვით მდიდრები,

ჩემი ალპური ზეგნები,

ჩემი ალპური მინდვრები.

შვილო ბევრი გზა მოგელის,

ბევრი ზღვა უნდა დალახო

და პირველყოვლის მშობელი

ქვეყანა უნდა განახო!

განახო ხალხის მხნე გული,

უშბა ღრუბლებში შერგული,

ცხენისწყალი და ფაზისი,

ჭალები ულამაზესი.

განახო მხარე ვაზებში,

განახო, კორდი განახო

და დაგიბარო ამაყო

მშობელი როგორ დამარხო!

რომ შემდეგ ტურფა მხარეზე,

სად თიბვენ ცელებს კვერავენ,

სად ისტორიის უღრანში

რკინას პერანგად კერავენ.

რომ შემდეგ სადაც წახვიდე

ჯერ საქართველოს ნახვიდე,

რომ შემდეგ სადაც არ იყო

ჯერ საქართველოს ხმა იყო!

ყურში გესმოდეს ქართული

და საქართველოს ხმაური,

გესიზმრებოდეს ფანდური,

გელანდებოდეს მამული!

მთას მილურსმული კოშკები,

ცით მოფრენილი ტაძრები,

და მშობლის კვალზე მავალმა

ჩხრიკო მამულის ნაცრები!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ