სად მიდის ეს გზა კრწანისის შემდეგ, სად მიდის მტკვარი? სად მიდის მთვარე მხარსისხლიანი სამასი ფარით? სამასი თასით რა მოაქვთ ჩვენთან კრწანისის მხედრებს? სიცოცხლე მოაქვთ: უკვდავებაა იმათი ხვედრი! იმათ თვალებში, დახეთ, ინთება ცეცხლი ფარული: - სვით სიხარული ამ თასებიდან, სვით სიხარული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |