კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:47

 

 

 

ქსნის ძველ ციხეზე გუგუნებს ქარი,

მისთვის ღიაა ყოველი კარი,

ყველა სარკმელი მისთვის ღიაა:

- მე გავხსნი ქართვლის სულ ძველ იარას...

ხედავ, ბიძინა და ელიზბარი,

რომ მიჰყვებიან სოფლის ძველ შარას?

- შალვა... სად არის?

- იქ არის შალვაც...

მარჯვე მხედარი და მეომარი...

- მერე... საითკენ მიდიან ახლა?

- სულ სხვა ზრახვა აქვთ მათ, სულ სხვა ზრახვა...

გულში ფარულად ლესავენ მახვილს...

გესმით, თათარი ბატონობს კახეთს...

ქსნის ძველ ციხეზე... ჩურჩულებს ქარი:

- მოკლეს ბიძინა და ელიზბარი...

- შალვაც?

- ჰო, შალვაც და ქართველები

მათ იკორთაში მიასვენებენ...

- ნათელი იყოს მათი ხსენება

აწი და მარად, აწი და მარად!.. -

ქსნის ძველ ციხეზე გუგუნებს ქარი,

გუგუნებს ქარი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ