ასე იწყება ლექსი ხერთვისზე, რომელიც გულზე ჭანგით მეკიდა - მე მომენატრა ეგ ბებერი მზე, კოკასავით რომ მხარზე შეგიდგამს. მე დამეკარგა ლამაზი ფიქრი, რომელიც შენს რუხ ქვებთან ვიპოვე და მე მოვედი, აი, მეც აქ ვარ, ვითარცა შვილი და მეციხოვნე. შენი კედლების, შენი სინდისის, და ოქტომბერი - ბაჯაღლო ოქრო, მიმინოსავით ცერზე რომ გიზის, მე მათრობს და შენს ფერხთით მაჩოქებს, დიდება ამ მზეს, ამ ცას, ამ მიწას! შენი კედლები რამ დააბეროს?! სალამი, ვინც დიდ სიმღერას იწყებს და სასწაულის ვისაც კვლავ სჯერა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |