- პირსისხლიანო ყორანო, დუშმანო ოხერ-მკვდრებისა, საიდან მოხვალ? მიამბე ამბავი საფლავებისა. სად მტკვარს არაგვი ეხვევა, ალაზანს გული უგმინავს, რიონი ჭალებს ერხევა. ედემზე უკეთესია, კაეშნის ბულბული მღერის, სევდის ვარდები სთესია. წყარო რამ ჟვენავს ტინისა: - ამბობენ, ვითომც ცრემლია უწინდელ გმირთა-გმირისა. ღამე - კოცონი ანთია, ალში შეხვეულ სოფლებსა სისხლის ტბა გაუნათია!.. დუშმანო ოხერ-მკვდრებისა, ეგ ხომ ჩემია სამშობლო, სისხლიც ჩემ მოძმეებისა! ჰკვდები ციმბირის ველზედა... შენი სამშობლოც ჩემია, ბუდეს ვსდგამ იმის მკერდზედა!.. გული წაიღო ნაღველმა... მუქარაც ვერ ვსთქვი - სამშობლოს მხდალი შვილების მნახველმა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |