ყველა მოკვდება, რაცა ჩანს, უკვდავი უხილავია, რასაც კი თვალი იხილავს, სუყველა წასავალია! ესე ქვეყანაც - გალია, დარაჯად გვიდგა სუყველას თითონ სიკვდილის თვალია! გამჩენი ვინ უფალია და ვინ ბატონობს სამყაროს ანუ რომელი ძალია!.. არა აქვს ბოლო, თავია, ჩვენი ქვეყანაც ჰაერში მიჰქრის - პატარა ნავია! რად გვინდა თოფი, ხმალია? უნდა ძმურადა ვცხოვრობდეთ გრიქულ, ივანე, ალია! ქვეყანა შესაბრალია, ზავი, მშვიდობა, ერთობა, იეთიმ, თქვი, ვისი ვალია?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია |