ოცნებით შექმნილს, დიდებულსა, ჩემსა ტაძარსა, ცის კამარაში, ღრუბლებს ზევით, მარტოკა მდგარს, ვერა ტაძარი, ქვეყნიური ვერ შეედრება, - აუწერელი არის მისი მშვენიერება! სხვისთვის, ყველასთვის მიუწვდომელ-უხილავია; ოთხი ხატი მყავს იმ ტაძარში, მათ ვსწირავ მსხვერპლსა: ჩემ გულწრფელ გრძნობას, მწვავე ფიქრებს და წმინდა ცრემლსა! საზარი ძერა გამუდმებით გულს რომ უკორტნის... მეორე ჯვარზე მილურსმულის იესოსია, ეკლის გვირგვინით ბრბოს რომ შუბლი შეუმოსია... ერთდროს ძლიერის, დღეს უძლურის და საბრალოსი, უმწედ რომ გდია, დაჩაგრული, ღონემიხდილი, და შველის ნაცვლად ღუპავს თვითონ მისივე შვილი, ერთის მხრივ სახით დიდებულის რუსთაველისა და მეორეს მხრივ - საყვარელის ბარათაშვილის, ბედით რჩეულის და ბედითვე მწარედ დასჯილის!.. ენით არ ითქმის და არც კალმით აიწერება! ოთხი მტერი მყავს იმ ტაძარში, მათ ვსწირავ მსხვერპლსა: ჩემ გულწრფელ გრძნობას, მწვავე ფიქრებს და წმინდა ცრემლსა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |