კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:13

 

 

 

"აი, მწვერვალიც, ოცნება ახდა,

ივერიის მთავ, მოვედი შენთან."



ათონის ლამაზ დღეებს ვიგონებ,

ასვეტილ ტაძარს ვეხმიანები,

მისი მზე მკერდზე გადავიგორე

და შუქ-ჩრდილები ვერხვიანების.

ბედნიერების ვიყავი მოწმე,

დაღლილი გულით ტკივილიც ვზიდე,

საქართველოზე მღეროდა მოძმე

და იქვე მავანს მტარვალად ზრდიდნენ.

ჩემს ქართულს ვიღაც ხვდებოდა წყენით,

წყევლას უთვლიდა ლექსის სტრიქონებს,

შხამი ვიგემე განაბულ მწყერის

და მკერდზე შური გადავიგორე.

ივერიის მთის შუქი ვადიდე

შეჭიდებულმა კლდიან აღმართებს,

დუშმანის რისხვას გადავაბიჯე,

უკუღმართებთან გავიწაღმართე.

ირგვლივ ეყარა ნალეწი თორის,

ციხის ლოდები მტვრით დაფარული,

ხმა მუქარისა ჩამესმა შორით

და იარაღის ავი ჟღარუნი.

ვიგრძენი მიწა როგორ ტიროდა,

ეჭვები მაინც რწმენით დავბუგე,

მწვერვალზე ვიდექ,

არ მეშინოდა,

სიფრთხილე აკლდა ჩემს სიჭაბუკეს.

... ახლა კი ვხვდები ბოროტთა ზრახვას,

და ისიც ვიცი, მალე და მქისედ,

ურჩხულს ხახაში ჩასცემენ ლახვარს,

ივერიის მთავ, გეწვევი ისევ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ