კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:01

 

 

 

უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები

უნდა ბალახი დილამ დათრთვილოს,

მე ამ ზაფხულზე დავინიშნები

და მივატოვებ ჩემს საქართველოს.

მე დავშორდები ძვირფას პოეტებს

და თან წამყვება ვაჟას კრებული;

ჩემს ლექსს ბალიშქვეშ ვინ ამოიდებს

ჩუმი ოცნებით გაოგნებული.

ჩემო ქვეყანავ, მეტად ძნელია

შენი დაკარგვა და დატოვება;

სოფლის ბავშვები აღარ მელიან,

არ მელის მუხა ათასრტოება.

ჩემო ქვეყანავ, ვიცი, პარიზი

არის გულის და თვალის ამხელი;

ვიცი, მომელის მე უარესი,

ალბათ გატყდება ჩემი სახელი.

აქ ჩემს სულს კიდევ მზე მოუვლიდა,

დაშორებულს კი ვეღარ მიშველი;

იქნებ დაიწყოს ცოდვა ლუვრიდან

და გადავიქცე მე ბულ მიშელი.

მაგრამ არ მინდა ლხინი ჭიქების,

მინდა მივიდე შეუცოდველი

ყრუ მონასტერში კათოლიკების,

სადაც მიკითხავს ლოცვას კლოდელი.

მაშინ დავცინებ მე ჩემს საროს ტანს,

უკვე დაქანცულს ვნების წვალებით...

მე ვეღარ მივალ სოფლის წყაროსთან

და ვერც თამაშით დავიღალები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ