წიწამურის გზა ცრემლმა წარეცხა, გამუქდა ვარდი და იდილია... რამდენად შორს ხარ, უფრო მწარეც ხარ, მიტომაც გქვია დიდი ილია. ვერც რამ წარხოცა, ვედრება სადღაც განდევნილია... ვაიმე, სულთან როგორ ახლოს ხარ, მიტომაც გქვია დიდი ილია. თითქოს ბრძოლებიც გადახდილია... მაგრამ ხსოვნაში კივის სირცხვილი, როგორ გაგწირეს დიდი ილია. გული სიმწრისაგან დაკოდილია... ეს შენი ერი ვიღამ დასწყევლა, ვინ გაგიმეტა დიდი ილია. შენსკემ მოვქროდი... თუმცა ეკლები გაწმენდილია... გვიან შეგამკეს დაფნა-ოქროთი, წმინდანად იქეც დიდი ილია. თუ ერის ფიქრი დავრდომილია... ალბათ ისევე მამული გტკივა, მამულზე დარდობ დიდი ილია. თუმც მცხეთის ჯვარი დასევდილია... კვლავაც ჩაუდექ ერს სათავეში, მიტომაც გქვია დიდი ილია. მუქია ვარდი და იდილია... რამდენად შორს ხარ, უფრო მწარეც ხარ, მიტომაც გქვია დიდი ილია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |