კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:47

 

 

 

ლაჰილზე ისევ დიდებული და

სავსე მთვარეა...

და ყველაფერი ზღაპრულია და

იდუმალია -

ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი

და ლამარია...

ლაჰილზე ისევ დიდებული და

სავსე მთვარეა...

ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,

მუნჯი ზარია...

ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა

განეკრძალვიან...

იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა

შუქი ავლია...

ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,

სეფედავლეა...

ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე

თვალს მიფარვია...

ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და

სავსე მთვარეა,

და ყველაფერი ზღაპრულია და

იდუმალია -

ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი

და ლამარია...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ