კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 07:21

 

 

 

შენ შეგთხოვ ღმერთო!

მაღალ ზენაარს,

არსთა გამრიგე რადგან შენა ხარ!

გვაშორე იმ წამს - ხახმატი, ხირსა,

სამშობლო მიწა ვიგულოთ სხვისად.

ნუ გააყოლებ იმედს ზენაქარს,

დედაბუდიან მტერს ნუ შეგვაკლავ!

ათასწლოვანი ცრემლი მოგვწმინდე,

ნუ ჩაგვიყენებ უცხოს მოწილედ,

თორემ ჩვენ ვგავართ იმ თოთო

კრაველს,

სიტურფის გამო რომელსაც კლავენ.

გვიბოძე კვლავაც ნესტანი, ცოტნე,

ნუ ჩამოღველფავ იმედებს მზიანს;

უფალო ღმერთო,

მუხლმოყრით შეგთხოვ,

ნურასდროს მოგვცემ

სამშობლოს ზიარს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ