კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:33

 

 

 

მომღერალ ჩანგის ბოლო სიმი

როცა გაწყდება,

სამი იმედი განათდება

უკანასკნელად.

იმედი ხალხის, სუნთქვა ლექსის,

ალერსი მიწის,

ბოლოს ეს არის შთაგონება

და მგოსნის ფიცი.

ერთი მზე ჩადის და მეორე

უმალ ენთება,

ოდეს ფხვიერი მიწა გულზე

გადაეყრება.

თუ საქართველოს ზეცის ეშხიც

ღვართქაფად მოდის,

ახალ ლექსივით იფურცლება

სამარის ლოდი.

ჭირისუფალი ცისარტყელაც

მაშინ გაჩნდება,

ოდეს დაიწყებს უკვდავება

გამოსარჩლებას.

დედის გულივით გაიხსნება

მიწა მშობელი

და სამარედან ამოხეთქავს

საგალობელი...

აბა, სიკვდილი რას დააკლებს

ანთებულ მგოსანს,

თუკი საფლავშიც არ თავდება

მამულზე ლოცვა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ