არ მყოლია ღმერთი ქვეყნად ამ ზეცის და მიწის მეტი ამ მთებიდან დამეღვენთა ამირანის სისხლის წვეთი. ცა - ხოხობის ბრწყინვალებას, გაზაფხული ნაბადივით მომახურეს მყინვარებმა. სალამური, მზე და გული მამულისთვის გავაჭენე სიჭაბუკის ბედაური. გზაზე აღარ დამელოდა, ორმოცდაათ ზარის რეკვა ატყდა წელთა სამრეკლოდან. ნასესხები დაიბრუნეს, და წაიღეს ლაჟვარდებში ნახევარი საუკუნე. ჩემი ლექსის კვეს-აბედი, თურმე არც კი ამომითქვამს სიყვარულის მესამედი. ტატოს მერნის ნალებისა, ვერ შემიკრავს წყვილი რითმა ვაჟას ჩოხის ღილივითა. თავთუხიან სიტყვის კალო, სიბრძნის კბილი მოვიცვალე, ვერ გაპკურე სიბრძნის წყარო. ნუღარ ჩამთვლის კადნიერად, აბა რა ვქნა, რა ვიღონო მშობელ კალთის მადლიერმა. მადევს ღრუბლის ნაფლეთებად, მე კი არა, კლდიდან ჯიხვიც შენსი ეშხით დაფეთდება. შორს გარბიან თქარა-თქურით, თმებს ზამთარი რას დააკლებს, გულში ფეთქავს გაზაფხული. |
პოეზიის გვერდი • • • |