კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:12

 

 

 

ყველა გულში ჩავიტიე - 

ლიხს იქით და აქეთი:

ჩემი ქართლი, იმერეთი,

გურია და კახეთი.


სიყვარული დამყოლია

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის,

აჭარის და სამეგრელოს

და აჭარას რაც ერთვის...


მიყვარს თუშ-ფშავ-ხევსურეთი,

ვეტრფი მესხეთ-ჯავახეთს,

შემომცინებს აფხაზეთი, -

ფიქრის თვალს რომ გავახელ...


ვიყო მათი სანაცვლო და

ვიყო მათი სანთელი,

შემრჩენოდეს ყველა თავის

საქმითა და სათქმელით.


ღმერთო, მერე აღარც მევლოს,

გინდა ერთ დღეს დამკალი!

მოუმრავლე საქართველოს,

ბუხარი და აკვანი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ