ჩამოსხდებიან, დაიდგამენ პატარა ტაბლას. ჩამორიგდება ყანწები და ვერცხლის სურები. ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა; უიარაღო და უაბჯრო ბრგე ხევსურები.
სძულთ გულღრძო კაცი სხვისა ნიღაბს შეფარებული. ყველა ხევსური მიწიერი მამაღმერთია; დაბადებიდან სამშობლოზე შეყვარებული!
ვინც მამაცურად იდგა თავის ქვეყნის კუთხეზე, მოიგონებენ ვინმე ჯურხას ვინმე ბეწინას და მერე სიკვდილს შიგ თვალებში შეაფურთხებენ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ წიკლაურის პოეზია |