კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:34

 

 

 

ძმანო! მითხარით რამ დაგაღონათ?

ნუთუ დაჰკარგეთ სრულად რწმუნება?

ნუთუ არ გჯერათ, რომ კვლავაც კიდე

გამოიცვლება მკაცრი ბუნება?

ნუთუ არ გჯერათ, რომ ის მამული,

რომელიც ზრდიდა წარსულს გმირებსა,

კვლავაც შეიძლებს შვილების აღზრდას

და მათ ლომ-გმირად მკერდის გადაშლას?

ნუთუ არ გჯერათ, რომ ხალხის გული

ერთხელ ნაწრთობი კაჟადა ხდება,

და მათნი შვილნი, მათი რძით ზრდილნი,

ერთის შემთხვევით რომ ვერ წახდება?

ნუ დამიღონდით, რაც რომ არ არის,

აწ ეხლა ამ ჩვენს სამშობლოშია,

კვლავაც ვიხილავთ აზურმუხტებულს,

მთლად ქვეყანისას ედემის კუნჭულს,

აჰყვავებულსა მასთან კაჟად ქმნილს,

და კაჟად ვიგრძნობთ ქართველისა გულს.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ალექსანდრე ყაზბეგი  • • •  ალექსანდრე ყაზბეგის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ